
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საარჩევნო სუბიექტები ჯამში 12 871 714 ლარით დაფინანსდნენ.
აუდიტის ცნობით, აქედან 1 972 996 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, 10 319 989 ლარი - შემოწირულობები, 578 729 ლარი კი სხვა შემოსავლები.
საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი - 8 287 870 ლარის შემოსავალი მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. შემოსავლებით მეორე ადგილზეა პარტია "ლელო" (895 960 ლარი), მესამეზე კი "ნაციონალური მოძრაობა" 774 704 ლარით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი შემოსავლები ასეთია:
