6 რჩევა, როგორ დავიცვათ ხმები - ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველს ინსტრუქციები გააცნო იმისთვის, რომ გაყალბება, ე.წ. კარუსელები და მანიპულაციები მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან:
1. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ხელმოწერა იყოს თქვენივე გვარის გასწვრივ.
2. ბიულეტენი არ უნდა იყოს დაზიანებული - ცუდად მოხეული და დაზიანებული ბიულეტენი ბათილდება;
3. ბიულეტენს რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი და დაარტყას ბეჭდი
4. ე.წ. მეტკა - არსად არ უნდა იყოს მონიშნული ადგილი სამაგიდო სიაზე;
5. ბიულეტენზე მკაფიოდ უნდა იყოს შემოხაზული სასურველი კანდიდატი, იმისთვის რომ არ გახდეს სადაო (სხვა ნიშანი არ დაიტანოთ ბიულეტენზე);
6. კარგად დახურეთ კონვერტი, სადაც ბიულეტენბს ჩადებთ. (გადმოყრილი ბიულეტენები ბათილდება)