
"კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის, პირდაპირ უნდა ითქვას. ე.ი ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი და მიღწევა ჩვენი ხელისუფლების არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, ეს მანამდე, რა თქმა უნდა, წინა მთავრობის დროს წარმოუდგენელი იყო და ალბათ, ვერავინ ვერ იოცნებებდა ამაზე"
აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.