"ფორმულას" 51%-იანი წილის დაყადაღებაზე სასამართლოში განცხადება შესულია - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოში ტელეკომპანია "ფორმულას" 51%-იანი წილის დაყადაღებაზე განცხადება უკვე შესულია. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

გვარამია აცხადებს, რომ "ფორმულას" არ გაატანენ ისე, როგორც "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში მოხდა.

"ტელეკომპანია ფორმულაში რაც ეხლა ხდება, არის ჟანრის კლასიკა "ქართული ოცნების" მიერ დანერგილი, ეს არის ზუსტად ის რაც ხდებოდა რუსთავი 2-ში, ზუსტად ის, რის გამოც მაშინ ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვენ მაშინ უბრალოდ ელჩებმა და სტრასბურგის სასამართლომ გვიშველა. 51%-იანი წილის დაყადაღებაზე, ჩვენი ინფორმაციით, შესულია სასამართლოში წინასწარი ღონისძიების მოთხოვნით განცხადება, ამას არ სჭირდება სარჩელის წინსწრებით შეტანა", - თქვა ნიკა გავარამიამ. 

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და "ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი