კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მიზნად ისახავს იმავე სქემის დატრიალებას "ფორმულაში", რაც "რუსთავი 2"-ში მოხდა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, "ფორმულას" წინააღმდეგ ისეთივე სქემით იმოქმედოს, როგორც ეს "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში მოხდა, მათ შორის წილებზე ყადაღის დადებით და კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნით.

"სრულიად ნათელი გახდა, რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ წარმოუდგენელ სამართლებრივ ვითარებაში. ახლა შეტანილი სარჩელი 5 მილიონის ოდენობით, მიზნად ისახავს ზუსტად იმავე სქემის დატრიალებას, რაც მოხდა "რუსთავი 2"-ში თავის დროზე - ყადაღის დადებას წილებზე, შესაძლოა, დროებითი მმართველი შეშვებას "ფორმულაში" და ასე შემდეგ. კარგად იცოდეს ყველამ, "რუსთავი 2" ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება, გამორიცხულია. დავიცავთ ამჯერად უკვე "ფორმულას" ყველა ერთად", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. უწყება "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვს.

მანამდე, 7 სექტემბერს, უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვისთვის ჰქონდა წარდგენილი. დაცვის მხარემ საქმე ორ ინსტანციაში მოიგო, თუმცა ამის შემდეგ, პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი