"არ გამოვა მედიის დაშინება, არ გამოვა "ფორმულას" წაღება, არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა, არაფერი ეს არ გამოვა. არჩევნებამდე 2 დღით ადრე კატასტროფიული კრახი განიცადა "ქართულმა ოცნებამ", მორიგი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო მძიმე.
2 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ეს არ არის ჩემი პოლიტიკური მოწოდება, ეს არის ჩემი პატრიოტული მოწოდება, ან ქვეყანას გადაარჩენთ, ან ქვეყანა ვერ გადაგარჩენთ თქვენ ვერასდროს, იმიტომ, რომ აღარ გექნებათ თქვენ სამშობლო".
თქვა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.