არაპროპორციული ძალა აქციების დაშლისას და „რუსთავი 2-დან“ ჟურნალისტების დემარშით წასვლა - HRW-ის მწვავე დასკვნა და შეფასებები თბილისში

გამოქვეყნდა:

2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა - ამ სიტყვებით იწყება Human Rights Watch​-ის წლის შემაჯამებელი ანგარიში.

გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუცია საქართველოში 2019 წლის მთავარ მოვლენებად 20 ივნისის აქციის დაშლას და „რუსთავი 2-დან“ ჟურნალისტების დემარშით წასვლას ასახელებს.

20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობა ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუცია არ მორიდებია პირდაპირ ეთქვა, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეს ხელისუფლებამ  აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. 

სამართალდამცველების მიერ ხალხის წინააღდეგ ძალის გამოყენებაზე საუბარი ამით არ სრულდება. HRW წერს, რომ სახალხო დამცველმა, პროკურატურას ციხეებში მძიმე მდგომარეობის შესწავლა 52-ჯერ სთხოვა, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ მათგანზე არ დაწყებულა. 

ხელისუფლებისთვის HRW-ის დასკვნას დღეს ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა, „ქართული ოცნება“ ასეთი მწვავე შეფასებებს საერთაშორისო ინსტიტუციისგან არ ელოდა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მმართველი ძალის წევრებს, რომ გავლენიანი ორგანიზაცია მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაედანაშაულებინათ. HRW-ის მიმართ კი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

HRW-ის შემაჯამებელ ანგარიშში ასევე მოხვდნენ ქიბარ ხალვაში და პაატა სალია. საერთაშორისო ინსტიტუცია წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელევიზიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთნებამ ქართულ მედიაში დიდი რყევები გამოიწვია და „რუსთავი 2“ ახალი ამბების სამსახურის გუნდმა დატოვა. 

ანგარიშში „ტვ პირველის“ საქმეც მოხვდა, სადაც წერია, რომ არხის მფლობელის ოჯახის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და კრიტიკულ მედიას ესხმის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი