პეკინის ზამთრის ოლიმპიადას უცხოელი მაყურებელი არ ეყოლება

გამოქვეყნდა:

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრების უფლება მხოლოდ ჩინეთში მცხოვრებ მოსახლეობას ექნება და  მას უცხო ქვეყნებიდან ჩასული გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან, - ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე დაყრდნობით უცხოურ მედიაში ვრცელდება. 

ცნობილი ხდება ისიც, რომ დედაქალაქში ჩასულ ოლიმპიადის აუცრელ მონაწილეებს 21-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიადის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეს, ასევე სისტემაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, კორონავირუსზე ტესტი ყოველდღიურად ჩაუტარდება.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 2022 წლის 4 თებერვალს გაიხსნება და 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი