ავთანდილ თალაკვაძე და ტიტე მგელაძე სასამართლომ რეგისტრაციიდან არ მოხსნა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, ასევე სოფელ ძიმითში მაჟორიტარობის კანდიდატი რეგისტრაციიდან არ მოხსნა.

"ენმ" მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა და ამბობდნენ, რომ ხმების სანაცვლოდ მაჟორიტარობის კანდიდატმა ტიტე მგელაძემ ადგილობრივებს წყლის რეზერვუარები უსასყიდლოდ გადასცა.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ოპოზიციამ გააპროტესტა. მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი მოსამართლესთან შეხვედრას მოითხოვდა, თუმცა მანდატურებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი