მაყვალა ანთია, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობას ართმევდა, ადასტურებს რომ მან მმართველი გუნდიდან დახმარების დაპირება მიიღო.
ანთია "მთავარ არხთან" განმარტავს, რომ მას პატიმარი შვილი ჰყავს, რამდენიმე დღის წინ, კი მისთვის უცნობი პირი, მას ოპოზიციური მხარდამჭერებისთვის პირადობის ჩამორთმევის სანაცვლოდ, დახმარებას დაჰპირდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელიც მასთან იმყოფებოდა ზუგდიდში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას ახლობელია.
ციხეში მყავს შვილი და იმის დასახმარებლად ვაგროვებდი. ვიღაც მოვიდა და მითხრა, დაგეხმარებიო, ვქენი მეც, მივიტანე სახლში, მეუღლემ მითხრა არ არის ეს საჭირო, რატომ გააკეთე ასეო და წავიღე ისევ რიყეში დასაბრუნებლად. არ ვიცი, ვიღაც შემოვიდა და მითხრა, ახალგაზრდა ბიჭმა დაგეხმარებიო და ასე გააკეთეო, - თქვა მაყვალა ანთიამ.
ხელისუფლების მხრიდან, სავარაუდო, მოსყიდვისა და დაშინებაზე ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გაავრცელა.
ანა წითლიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები წარადგინა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.
იხილეთ ასევე: