რა ხდება მაშინ, თუ რომელიმე სუბიექტურად დაინტერესებული ანგარიშის შემდგენი ამბობს ტყუილს - მდინარაძე NGO-ებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა და თქვა, რომ ორგანიზაციები ტყუიან. ამის მაგალითად მდინარაძემ საია დაასახელა და თქვა, რომ ორგანიზაცია არაობიექტურია.

"რა ხდება მაშინ, თუ რომელიმე სუბიექტურად დაინტერესებული ანგარიშის შემდგენი ამბობს ტყუილს. თქვენ წარმოიდგინეთ, საია-ზე ხო კარგი წარმოდგენა გაქვთ და ცდილობს საია ხშირად რომ რაღაცნაირად ობიექტურობა შეინარჩუნოს. საიამ ბოლო ანგარიშში იცით რა დაწერა? ზღვარი წაიშალა სახელმწიფოსა და პარტიას შორისო და ამის მტკიცებულება ის არისო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრებზე მადლობები გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული პროექტებისთვისო",-თქვა მამუკა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი