არ ჩაცხრება ეს მუხტი - ბათუმში, დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სპორტსმენების რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები დილიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან არიან შეკრებილები.

ისინი გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან. სამართალდამცველებმა 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცხრა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - გათავისუფლდნენ წულუკიძე და ელდარ ანთაძე.

აჭარის ფარგლებს უნდა გავცდე და მოვთხოვო ცენტრალურ ხელისუფლებას, დროულად გონზე მოეგონ და გამოსავალი ნახონ. არ ჩაცხრება არც ეს მუხტი, არც მოთხოვნები, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ წულუკიძე და ანთაძე პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს, რადგან მათ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ მხარდაჭერაზე უარი თქვეს.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი