ვიმედოვნებ, არჩევნებზე 5 ივლისს მომხდარი არ გამეორდება - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოსული ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ძალადობა და დევნა ახალი არ არის, თუმცა ის იმედოვნებს, რომ არჩევნების დღეს ძალადობა არ იქნება.

განცხადება ევროპარლამენტარმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ევროპარლამენტართა 7-კაციან დელეგაციასა და NGO-ებს შორის შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა.

"სამწუხაროა, რომ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უფრო მეტად ასოცირებულია გარკვეული სახის რეფერენდუმთან და აიგივებენ საპარლამენტო არჩევნებთან, მაგრამ რა ხდება რეგიონებში. პარტიებს მოვუწოდებ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული სამომავლო გეგმები შესთავაზონ. სიურპრიზი არ არის, რომ არჩევნებს ძალადობა და დევნა ახლავს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს მომხდარი მოვლენები ამ არჩევნებზე არ განმეორდება. ვიმედოვნებ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოსთვის აუცილებელ და საჭირო ბალანსს მოიტანს",- თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტართა დელეგაცია საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი