"ეს კაცი არის ჩვეულებრივი მაიმუნი" - მდინარაძეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელზე "უტყუარი ინფორმაცია" აქვს

გამოქვეყნდა:

საქართველოშია არის კი არა ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, არის ჩვეულებრივი მაიმუნი - მორიგი განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" პარტიის მორიგმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, იმალება - ამტკიცებს მდინარაძე, თუმცა რის საფუძველზე, არ აკონკრეტებს.

მდინარაძეს ჟურნალისტების გალანძღვაც არ დავიწყებია - ძაან ცუდ მდგომარეობაში ხართ, თუ ეს დაიჯერეთ - მიმართა მან მედიას და "ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოები დიფ ფეიკია.

​კითხვაზე, საიდან აქვს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე, მდინარაძე პასუხობს - "თქვენი საქმე არ არის"  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი