
COVID 19-თან ბრძოლის შემდეგ ექიმებმა შესაძლოა პოლიტიკაში გადაინაცვლონ - „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მთავარ ეპიდემიოლოგებს პარლამენტში შესვლას სთავაზობს.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე შესაძლოა, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს. საპარლამენტო სიაში ყოფნის შეთავაზება უკვე მიიღეს ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემაც. გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არცერთი მათგანი ადასტურებს.
მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად, არცერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც რაიმე შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის არც ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
პაატა იმნაძემ და ამირან გამყრელიძემ „მთავარის“ ჟურნალისტის კითხვა უპასუხოდ დატოვეს.