მეუფე იაკობი პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ემუქრება. ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ის პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეკლესიას აუგად მოიხსენიებს.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ სწორედ პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მოლოდინი იყო პანდემიის დროს ეკლესიის კლასტერის არსებობა, რაც არ გამართლდა.
თუ გონს არ მოეგებიან, აბსოლუტურად ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. როდესაც შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა, სხვა არის რამეს რომ დავაშავებთ და გამოდიხართ და ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები უნდა მიმითითოთ, თუ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ჩემს ცუდ საქციელზე ილაპარაკოთ. რამდენი ხანი დამთავრდა, გული გაუსკდა ხალხს, რომ კლასტერი არ გაჩნდა ეკლესიის, ძალიან ხომ უნდოდათ ვიღაცებს, ძალიან უნდოდათ პოლიტიკოსებსაც, ჭკუას გასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ეგ ვიცი და ჭკვიანად უნდა იყვნენ, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობის თქმით, პოლიტიკოსები მრევლს ეკლესიაში სიარულისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.