"ხომ არ გეცნობათ ეს სიტყვები?" - "ოცნებამ" ენმ-ს "ჩატებში ჩაშლილი დავალებები" გაშიფრა

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძემ ენმ-ს "დავალება" გაშიფრა - "ოცნებაში" გამართულ მორიგ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა "ჩატებში ჩაშლილი დავალებები" წაიკითხა. 

მდინარაძე ამტკიცებს, რომ გაშიფრულია გზავნილები რომლებსაც ენმ-ს მხარდამჭერები ერთმანეთს უგზავნიდნენ. 

"ბოლო საათების განმავლობაში მათ ჩათებში ჩაიშალა ასეთი დავალება, ვციტირებ, სიტყვა-სიტყვით ვკითხულობ.

"მოკლედ, კიდევ ერთხელ ახლა ყველას, ვისაც ხელი მიგვიწვდება, ან ვწერთ პირადად, ან ვუგზავნით შუამავალს, დღის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ ქუჩა, შინაური , ქოცი და ა.შ. გზავნილი მარტივია, გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ოცნებას წაგებული აქვს და ჩაეხსენით, ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება. ქოცების უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს "ხოდი" უნდა შევეხმიანოთ. აუცილებელია ყველასთან კონტაქტი. უნდა იცოდნენ, რომ მოსასვლელი აქვთ და ნაკლებად შეეშინდებათ" - განაცხადა მდინარაძემ

მისივე თქმით, ჩათებში ზუსტად იმავე ტექსტი ჩაშალა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

მდინარაძის მტკიცებით, ჩაიშალა დავალება, რომ ყველამ ისაუბროს ღია ტელეფონზე და თქვან, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი