
საარჩევნო ფურცლები, სადაც განთავსებულია ინფორმაცია, რომელ უბანზე აძლევს ხმას ამომრჩეველი და მოსახლეობას არჩევნების წინა დღეებში ურიგდება, მიცკევიჩის ქუჩაზე, ერთ-ერთ სადარბაზოში დაყრილი იპოვეს.
აღმოჩნდა, რომ იმ კონკრეტული სადარბაზოს გარდა, სხვა სადარბაზოებში მცხოვრები ამომრჩევლების ფურცლებიც იქ დაყარეს.
"მთავარ არხთან" საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ეს ფაქტი მოსახლეობაში დაბნეულობას გამოიწვევს.
თავად ცესკო-ს წარმომადგენელი კი ყველაფერს სტუდენტებს აბრალებს და ამბობს, რომ ფურცლები მოსახლეობისთვის დასარიგებლად მათ გაატანეს.