ქუთაისში, თვითდასაქმებულები ხელისუფლებას შერჩევით დახმარებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში თვითდასაქმებული ადამიანები ხელისუფლებას შერჩევით დახმარებაში ადანაშაულებენ. სააგენტოს მიერ დასაქმებული ძიძა ამბობს, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილთა ბაზაში ვერ მოხვდა, რადგან მის სამსახურს ხელისუფლება ოფისის გაღების საშუალებას არ აძლევს.

თვითდასაქმებული ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ სამსახურდაკარგულებიდან მხოლოდ მათ აქტივისტებს ეხმარება.

ჩვენნაირ ხალხს არ ეხმარება და ეხმარება ისევ იმათ, ვინც მუშაობს, - ამბობს ერთ-ერთი თვითდასაქმებული.

ანტიკრიზისულ გეგმაში გაწერილი დახმარების მიღმა რომ ათასობით მოქალაქე მოხვდა, ამაზე ისაუბრა „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ.

მათ სახელმწიფო ხელოვნურად უქმნით ბარიერს, რომ ის, რომ არ აიღოს და ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად გასცეს თანხები და ეს თანხები გასცენ მათ მომხრეებზე, კოორდინატორებსა და ამომრჩევლებზე, - განაცხადა გოგი წულაიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი