მთელი დღეა ვუყურებთ ჩამოშლილ სახელმწიფოს... ისტერია გამოწვეულია ძალაუფლების დაკარგვის შიშით - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და გლდანში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ 2 ოქტომბრის არჩევნების მნშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

ხოშტარიას თქმით, ხვალ საქართველოს მოსახლეობას აქვს არჩევანი, უარი თქვან დაპირისპირებაზე და აირჩიონ კოალიციური მმართველობა, რომელიც პასუხისმგებელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების წინაშე იქნება.

"დღეს მთელი დღის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ, აბსოლუტურად ჩამოშლილ სახელმწიფოს, ინსტიტუტებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და ბიძინა ივანიშვილს. აგონიურ ისტერიკას, რომელიც გამოწვეულია ძალაუფლების დაკარგვის შიშით, ქილიკს, ღვარძლს თავდასხმებს, მათ შორის ჟურნალისტებზე, რაც ჩვეული ამბავი გახდა ჩვენი ქვეყნისთვის.

ხვალ არის დღე, 2 ოქტომბერი, როდესაც ეს უნდა დასრულდეს ჩვენ ქვეყანაში. უნდა დასრულდეს გახლეჩა, დაპირისპირება, ღვარძლი, მოსმენა, ჩაგვრა, საზოგადოების შეურაცხყოფა. დღეს, როდესაც მე ვისმენდი მდინარაძის მიერ, აბსოლუტურად ცინიკურად პირადი ჩატების კითხვას, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დავუშვათ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ბრიფინგები პირადი მიმოწერის კითხვის მიზნით, ტარდება. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი შეშინებული არიან ძალაუფლების დაკარგვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანაში უნდა გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა. ყველა პოლიტიკოსი უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების გზით ქვეყანაშ იცვლება ძალაუფლებები",-თქვა ელენე ხოშტარიამ.

1 დღე არჩევნებამდე - ხვალ,  2 ოქტომებრს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი