ვითხოვ უკეთეს ნაწერს - ევროპარლამენტარის პასუხი ნაირა გელაშვილს

გამოქვეყნდა:

ვითხოვ უკეთეს ნაწერს - კარგად წერა კი კარგად კითხვის შედეგია, - ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კავკასიური სახლიდან გაგზავნილი წერილის ავტორებს.

კრამონი წერს, რომ წერილის ავტორების ბრალდება რომ თითქოს ის სააკაშვილის გუნდს ლობირებს, უსაფუძვლოა. მისივე თქმით, არ სჭირდება იმის შეხსენება, რა ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, რადგან მაშინ ამ რეჟიმის "ხმამაღალი კრიტიკოსი" იყო. 

თქვენ ამტკიცებთ, რომ მე „აქტიურად ვლობირებდი რამდენიმე დატუსაღებული ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლებას“. ეს არის სრული და მტკნარი სიცრუე. არც ჩემს ოფიციალურ განცხადებაში და არც ინტერვიუებში არ მომითხოვია ვინმეს გათავისუფლება. ასევე სიცრუე როცა ამტკიცებთ, რომ მე თითქოს ვიღაც „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოვაცხადე. არასოდეს გამომიყენებია ეს სიტყვები. მე ჩემს საქმიანობას ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალს უდიდესი ზრუნვით. სწორედ ამიტომ ვარჩევ სიტყვებს მაქსიმალური სიზუსტით. ამავდროულად მოველი, რომ თქვენ აირჩევთ ამ სიტყვების სწორად წაკითხვას სანამ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებას მიყოფდით ხელს, - ნათქვამია ევროპარლამენტარის საპასუხო წერილში. 

ევროპარლამენტარმა საკმაოდ ვრცელი და მწვავე პასუხი მწერალ ნაირა გელაშვილისა და მისი თანამოაზრეების კრიტიკას გასცა. კავკასიური სახლის წარმომადგენლებმა ევროპელ დეპუტატს საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს და პოლიტპატიმრების მხარდაჭერის გამო უსაყვედურეს. 

პატივცემულო ქ-ნ  ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის, - აღნიშნულია წერილში. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა. გიორგი რურუას საქმე კი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. ოპოზიცია ერთხმად თანხმდება, რომ მისი გათავისუფლების გარეშე, რვა მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი