სასულიერო პირების ევროპული კურსი - მეუფე იაკობის მორიგი სკანდალური ქადაგება

გამოქვეყნდა:

სასულიერო პირების ევროპული კურსი - მეუფე იაკობის კიდევ ერთი სკანდალური ქადაგება. ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე ანტონის სიტყვებს ამბიონიდან გამოეხმაურა და ოპონენტებს დაემუქრა. მეუფე იაკობი ამბობს, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცევიან, ყველას პასუხს გასცემს.

რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიყავს იმ კაცს, უბრალოდ, იმან ის აღენიშნა, როგორც ვიქცევით, როგორ საძაგლადაც ვიქცევით, სირცხვილია ჩვენ რომ შევიდეთ, ევროპაში კი არა სახლებში არ ვართ შესაშვებები, ისე ვიქცევით. ვინ თქვა, რომ გადავუხვიეთ. მეუფე ანტონი კი არა, სამი და ოთხ ეპისკოპოსი რომ იყოს, ჯვარი წერიათ, პოლიტიკას შეგვაცვლევინებენ ჩვენ ეკლესიას? პატრიარქმაც განაცხადა, სინოდმაც დასავლეთის კურსი და ბევრს ნუღარ ვლაპარაკობთ. არ შეიძლება, ფულის გამო სული, ქვეყანა და ერი გაყიდოთ. ეკლესიას მაინც ვერაფერს დააკლებთ, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე ანტონმა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის დასავლური კურსი დაიწუნა და წელიწადში საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარის სიმცირის გამოც იწუწუნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი