ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოთხი დღეა იმყოფება.
ხელისუფლებამ დღეს აჩვენა სრული უსახურობა, უსუსურობა, ადამიანს ეძებდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ამტკიცებდნენ, რომ აქ არ იყო. ჩვენ მათ ჯიუტად ვეუბნებოდით, რომ აქ იყ, მე მქონდა კომუნიკაცია და ვიცოდი, რომ აქ იყო. მაგრამ მათ გასაოცრად მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. ძალიან ახლოს სხვათაშორის კანცელარიასთან იყო გუშინ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, დღეს ეს მოახერხეს და დაიჭირეს.
დღეს არ არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი არის თბილისში. მეოთხე დღეა ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ, ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომ ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. ეს არის დროებითი ფაქტი. მან ამის შესახებ იცოდა და გვისაუბრია, მიმართვაც ჰქონდა გამზადებული. ეს შეგნებულად გააკეთა, რადგან ის თვლის რომ ხვალ არის რეფერენდუმი და არა რიგითი არჩევნები. ამიტომ არცერთ საქართველოს პატრიოტს არ აქვს უფლება, საზღვრებს გარედან უყუროს რა მოხდება ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ხვალ ჩვენ მშვიდობიანად, პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსიროთ, ყველა პოლიტიკურ ძალას მივცეთ ხმა, შეუზღუდავად, გარდა 41-ის, რადგან ეს არის ქვეყნის განადგურება,- თქვა ეკა ხერხეულიძემ.
იხილეთ ასევე: