სინოდის წევრებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი არ ჰყოფნით

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი სასულიერო პირებისთვის საკმარისი არ არის. ამასთან დაკავშირებით განცხადება, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მეუფის თქმით, სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გადარიცხული 25 მილიონი საკმარისი არ არის და ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, უფრო მეტი უნდა მისცეს, რადგან ყველა ეპარქიას არ ჰყოფნის გამოყოფილი თანხა.

რაც შეეხება ეკლესიისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს, რასაკვირველია, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით უფრო მეტია საჭირო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს სულიერო საზრდო, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ქონება ეკლესიას სჭირდება იმისთვის, რომ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ ფუფუნებაში და სირცხვილია, ამაზე საუბარი, ძალიან სამარცხვინოა, რომ მასმედია ამაზე ასე ხშირად ან თვითონ საუბრობს ან ისეთ ადამიანებს აძლევს უფლებას, რომლებიც თავის თავსაც და ერსაც არცხვენენ... ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, რასაკვირველია, უნდა გამოიყოს, - ამბობს მეუფე.

სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაფინანსების გარდა, სინოდის წევრებმა ეკლესიაში კომისიის შექმნის საჭიროებაზეც ისაუბრეს, რომელიც სასულიერო პირების მიმართ კრიტიკოსთა შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებს. ამას კი იმით ხსნიან, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აკრიტიკებს ეკლესიას და რა არის ამის საფუძველი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი