"იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია" - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ მთავრობა ინფორმირებული იყო და "სიტუაციას სრულად აკონტროლებდა".

პრემიერი ამტკიცებს, რომ "იმაზე მეტი იციან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია", თუმცა არ პასუხობს კითხვებს, როგორ შემოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშილი, როგორ გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქალაქებში თავისუფლად.

ღარიბაშვილმა არც იმაზე გააკეთა კომენტარი, თუ რატომ გაიმეტა საკუთარი თანაგუნდელები ტყუილის სათქმელად, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ერთ-ერთ კუნძულზე ისვენებდა, თუკი მან იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო. 

"ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღეს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული მე მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მეტყველებს.

სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ, ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. და საბოლოო ჯამში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. მე ვფიქრობ, რომ ის რაც ვთქვით გაკავეთეთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი