დიდება ოცნების ფულშეტყაპუნებულ ოცნებისავე კოორდინატორებს! დიდება ფეიკ მომხრეების სიების მიცემისთვის - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარიას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შტაბის წევრს ქართული ოცნებიდან დაურეკეს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება:

"ოცნების შტაბიდან რომ Helen Khoshtaria შტაბის წევრს დაურეკეს, არჩევნებზე თუ მოხვედიო, ჩვენთვის კია სასაცილო, მარა აბა ოცნებას კითხეთ?

მარტივი ამბავია: კოორდინატორები ავსებენ მომხრეებად იდენტიფიცირებულ პირებს, ტელეფონის მითითებით. არჩევნების დღეს შტაბი ამოწმებს, მივიდა თუ არა "მათიანი" არჩევნებზე. ხოდა კი ხედავთ რავარი "მათიანების" სიები მიუტანეს კოორდინატორებმა ოცნებას. ზეპირად ჩაყარეს ვითომ მომხრეები (თითოეული "ჩვენიანი" ფული ღირს გენაცვალე :)) )

დიდება ოცნების ფულშეტყაპუნებულ ოცნებისავე კოორდინატორებს! დიდება ოცნების მოტყუებისთვის და ფეიკ მომხრეების სიების მიცემისთვის :)))))))))" წერს ნიკა გვარამია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი