სენაკში, სადაც მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობიდან" კობა ნაყოფია იყრის კენჭს, 64-ე საარჩევნო ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს მირანდა მირცხულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა,როდესაც დეპუტატობის კანდიდატმა შეამჩნია, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორი ჯერ ამომრჩეველს მანქანასთან იბარებდნენ და ფულს ურიგებდნენ, შემდეგ კი საარჩევნო უბანზე აგზავნიდნენ. სწორედ ამ ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებას შეეცადა მირანდა მირცხულავა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე სენაკის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი მივიდა, რომლის ძმაც ამ უბანზე კომისიის თავმჯდომარეა, შვილი კი ოცნების სიის მე-5 ნომერი. კალანდარიშვილმა "მთავარის" კითხვებს არ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებზე ძალადობა და ფულის დარიგება პოლიციის თვალწინ მიმდინარეობს, თუმცა რეაგირება არ ხდება.