შეეშალა მდივანს, ახალია, წელსაა პირველად - ასე ხსნიან ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას. საუბარია შემაჯამებელი ოქმის წინასწარ შევსებაზე.
საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო, რის გამოც ცოტა ხნით ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს და სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს.
ფაქტს გამოეხმაურნენ ცესკოშიც. ადმინისტრაციაში ამბობენ,რ ომ შემაჯამებელი ოქმი დარღვევით შედგა ამ გადაცდომაზე იმსჯელებენ და ოქმი განადგურდება, უბანს კი ახალ ოქმს გადასცემენ.