ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი და დესტრუქცია, რასაც ჩვენი ოპონენტები მოელოდნენ, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ოპონენტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ ინტერესში ქვეყანაში ქაოსის არსებობა შედის.
გიორგი ვოლსკისთვის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკა მიუღებელია, რომლებიც აღნიშნავენ, რომ პრემიერმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს მთავარი კითხვები პასუხგაუცემელი დატოვა.
ეს ფარისევლური დამოკიდებულება ექიმების მიმართ, რომელსაც გუშინ ლანძღავდნენ და ასწორებდნენ მიწასთან, ახლა გადაწყვიტეს, რომ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა და საჭიროა მათი ქება. ეკლესიასთან იყო მძლავრი შეტევა, ახლა ამ შეტევის ინტენსივობა, მართალია, იმ დონის არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ აქაც გეგმები აერიათ და რაც მთავარია, ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი და დესტრუქცია, რასაც ჩვენი ოპონენტები, ყველა არა, რასაკვირველია, მოელოდნენ. ეს არის რეალური სურათი და ამის შეცვლას ეცდებიან, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი გახარია პარლამენტში ხვალ კიდევ ერთხელ მიდის. ის ოპოზიციამ ინტერპელაციის წესით დაიბარა. შეხვედრაზე კი მთავარი კითხვები ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და გაზრდილ სიღარიბეს უკავშირდება.