დაჭრა მარნეულში - შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული არავინაა

გამოქვეყნდა:

მარნეულში, "ლეიბორისტული პარტიის" დამკვირვებლის დაჭრასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო. უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, გამოკითხულია მოწმეები, თუმცა დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულმა გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულმა ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ ე.მ.-ს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება მუცლის არეში. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც.

პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები.

ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება" ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი