რეხის დასახლებაში, სოციალურად დაუცველებისთვის სახლების დანგრევა მერიამ ერთი კვირით გადადო

გამოქვეყნდა:

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სახლების დანგრევა მერიამ ერთი კვირით გადადო. რეხის დასახლებაში, მძიმე ტექნიკით მისული ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობისთვის სახლების დანგრევას გეგმავდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სახლების დანგრევის საშუალება ადგილობრივებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.   

მძიმე ტექნიკა „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ უკან გაბრუნდა. მერიის წარმომადგენლებმა 15-მდე ოჯახს საკუთარი სახლების მათივე ხელით დანგრევისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.

მოსახლეობა, რომელთა უმრავლესობაც სოციალურად დაუცველი და დევნილია, ამბობს, რომ მძიმე ტექნიკას ისევ წინ გადაუდგებიან და ვალით აშენებული საცხოვრებლების დანგრევის უფლებას არ მისცემენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი