საარჩევნო კომისიის წევრებს უბნებში არჩევნებზე დასწრების ვალდებულება, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ

გამოქვეყნდა:

საარჩევნო რეგლამენტში შესაძლოა ცვლილება შევიდეს და საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო უბნებში არჩევნების მიმდინარეობაზე დასწრების ვალდებულება აღარ ჰქონდეთ. აღნიშნულ საკითხზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს უნდა იმსჯელოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელია და ამბობს, რომ საარჩევნო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული, რადგან 2020 წლის არჩევნები მარტივად გააყალბოს.

ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს "ქართული ოცნებიდან" დანიშნულ კომისიის წევრებს, რომ მათ არ იარონ კომისიის სხდომებზე და არ შეასრულონ კომისიის წევრის უფლებამოსილებები და იმავდროულად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელს შეუშლის თავის საქმიანობაში, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი