სააკაშვილის ეფექტი - ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა ერთ დღეში აჩვენა ქართულ საზოგადოებას ის, რასაც ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ამტკიცებს. ქვეყანაში ჩამოსვლით, აქ გატარებული რამდენიმე დღით და შემდეგ მისივე დაკავებით მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი მოშლილია, ინსტიტუტები ჩამოშლილი და სახელმწიფო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.
მთელი "ქართული ოცნება", მისი ლიდერები და მაღალჩინოსნები სრული ერთი დღის განმავლობაში იმდენად დეზორგანიზებული იყვნენ, რომ ერთ მარტივ საერთო პოზიციაზეც კი ვერ თანხმდებოდნენ და სრულიად დაბნეულები საზოგადოებას რადიკალურად განსხვევაბულ ვერსიებს სთავაზობდნენ.