ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის, ეკა კობესაშვილის ინფორმაციით, მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან.
როგორც კობესაშვილი Facebook-ზე წერს, უკვე დაახლოებით 50 ბიულეტენი გადაყარეს.
"ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარაფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22 ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტენი", - წერს ეკა კობესაშვილი.
დამკვირვებელი Facebook-ზე ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.