ხმაური დიდუბის 52-ე საარჩევნო უბანზე - პოლიციამ ზვიად კუპრავა დააკავა

გამოქვეყნდა:

დიდუბეში, 52-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა მივიდა და თქვა, რომ არჩევნების შედეგები ყალბდებოდა.

დაპირისპირებისას პოლიციამ კუპრავა დააკავა და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

როგორც "მთავარ არხს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, კუპრავას დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი