კასპის მუნიციპალიტეტიდან ხელფასები გაქრა - მერიის თანამშრომლები ანაზღაურებას ვერ იღებენ

გამოქვეყნდა:

კასპის მუნიციპალიტეტის სახელფასო ფონდიდან ასობით ათასი ლარი გაქრა - 100-ზე მეტი საჯარო მოხელე ხელფასს ვეღარ იღებს. 

მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ხელფასი მათ ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურებას 22 რიცხვისთვის ელოდნენ.

"მთავარი არხის" გამოჩენამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გაღიზიანება გამოიწვია და მათ არ ისურვეს განმარტება, რატომ არ ჩაერიცხათ საჯარო მოხელეებს კუთვნილი ანზღაურება - "თქვენ ოპოზიციონერებს შეეკითხეთ...მიკროფონზე გეტყობათ" - განუცხადა ჟურნალისტს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რის შემდეგაც გადამღებ ჯგუფს ტერიტორია დაცვის პოლიციის ძალით დაატოვებინეს.

ადგილობრივი ოპოზიცია საქმით დაინტერესებისკენ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს. მათი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის პირველი პირები არიან. ოპონენტები ვარაუდობენ, რომ თანხები სხვა საქმიანობისთვის გაიხარჯა.

ეს თანხა სხვა საქმიანობაში გადაქაჩეს და აღმოჩნდა, რომ იმ ვალდებულებებს არ ისტუმრებენ. გარდაუვალია კასპის მუნიციპალიტიტის ბიუჯეტში სეკვესტრი წლის ბოლოს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრვი ორგანიზაციის წევრი ნუგზარ ნონიაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიას და მის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებში 1000-მდე საჯარო მოხელეა დასაქმებული. როდის მიიღებენ ისინი კუთვნილი ანაზღაურებას მუნიციპალიტეტის პირველი პირები არ საუბრობენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი