
"კარგით რა, ხალხო, რა ლადო ხინჩეგაშვილის ლაპარაკი და კითხვა, სალომე ზურაბიშვილი გვყავს პრეზიდენტად" - წერს Facebook-ზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმით, ლადო ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში მოსული აგრესიული "ქოცზონდერსპორტსმენებისგან განსხვავდება".
"ნუ გორის მერი როგორ გახდა, ან რატომ, იქეთ იყოს. როგორ ლაპარაკობს და კითხულობს, ასევე. ქოციც როა, ეგეც კი.
ლადო ხინჩაგაშვილზე ვერაფრით ვერ ვიფიქრებ ცუდად. ჯერ იმდენი ბედნიერება მაჩუქა თავისი ოლიმპიური ოქროთი და ვერცხლით, და ასევე იმდენად კეთილი და წესიერი ბიჭია (პოლიტიკაში მოსული აგრესიული ქოცზონდერსპორტსმენებისგან განსხვავებით), რომ ძალიან მიყვარს.
ეგეც რო გაზონდერ გაკორუმპირებულდის, ძაააააან გატეხავს.
p.s კარგით რა, ხალხო, რა ლადო ხინჩეგაშვილის ლაპარაკი და კითხვა, სალომე ზურაბიშვილი გვყავს პრეზიდენტად", - წერს ნიკა გვარამია.