მიხეილ სააკაშვილის დაკავებით საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა როგორც დემოკრატიული, ასევე პოლიტიკური შეცდომა - ჯონ ჰერბსტი

გამოქვეყნდა:

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება იყო პოლიტიკური აქტი და მე ვფიქრობ, რომ მისი დაკავებით საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა როგორც ეთიკური და დემოკრატიული შეცდომა, ასევე - პოლიტიკურიც - აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი.

"მთავარის" ვაშინგტონის ბიუროსთან საუბარში ჰერბსტი ქართული დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს:

ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცდილობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მის უკრაინაში დაბრუნებას.

ადამიანები შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით კონგრესში, რომლებიც „საქართველოთი გადაღლაზე“ საუბრობენ არ გულისხმობენ თქვენი ქვეყნისადმი ამერიკის ნაკლებ ყურადღებას, რადგან ამერიკას ბევრი შიდა პრობლემები აქვს, არამედ ამ ტერმინში ისინი მოიაზრებენ მინიმუმ ქართული დემოკრატიის პროგრესის არარსებობაზე და მე ვიტყოდი ასევე დემოკრატიის უკუსვლაზეც. ამის გამო არსებობს იმედგაცრუება, რადგან წლების მანძილზე ისინი საქართველოს ხედავდნენ, როგორც ნათელ მაგალითს პატარა ქვეყნისა პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რომელმაც ბევრს მიაღწია. ახლა კი ისინი ხედავენ ქვეყანას, რომელიც აღარ პროგრესირებს ისე, როგორც წლების წინ." ამბობს  ჯონ ჰერბსტი.

ჰერბსტი "მთავარ არხთან" საუბარში  2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნები უკიდურესი დაძაბულობის ფონზე ჩატარდა.

მისივე თქმით, დაძაბულობის ფონი 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლამ და მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ შექმნა: 

"გავეცანი საერთაშორისო გამჭვირვალობისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებებს და ვიცი, რომ არჩევნების დღეს დაფიქსირდა 100-მდე საარჩევნო დარღვევა. მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვისაუბრო ეს დარღვევები არის თუ არა საკმარისი არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევისთვის, თუმცა ეს ისაა, რაზეც მინიშნება უნდა გაკეთდეს. თქვენი არჩევნები ჩატარდა უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, რაშიც ვგულისხმობ 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლას, რაც სამწუხარო ფაქტი იყო, და დაძაბულობის მეორე მიზეზი იყო მიხეილ სააკაშვილის დაკავება. ქართული ოცნების მიერ, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ანულირება იყო შეცდომა და არადემოკრატიული ნაბიჯი და თუ ჩვენ მსგავსს კიდევ ერთხელ ვნახავთ თუკი ოცნება უარს იტყვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმებული ბარიერის მიუღწევლობის შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი - ამბობს  ჯონ ჰერბსტი "მთავარის" აშშ-ს ბიუროსთან საუბარში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი