აქცია რუსთავის ციხესთან | მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ

გამოქვეყნდა:

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება, მხარდამჭერები კოლონებით მივიდნენ. ამბობენ, რომ ეს მსვლელობა გამოღვიძებაა და არავის მისცემენ უფლებას, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში იყოს.

მხარდამჭერები მასშტაბურ მსვლელობებსაც აანონსებენ. მოძრაობა "საქართველოსთვის" Facebook-ზე წერს, რომ რუსთავის ციხესთან ხვალ, 18:00 საათზეც შეიკრიბებიან.

"ხვალ 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან, მთელი საქართველოდან დავიძვრებით საკუთარი ავტომობილებით, 11:00 ქობულეთიდან, 12:00 გურიიდან, 14:00 ქუთაისიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან, #შემოგვიერთდით საქართველოს მესამე პრეზიდენტის #თავისუფლებისთვის!!! იქ ვისაუბროთ მომავალ გეგმებზე!...",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი