კობახიძე: ენმ-ს კრიმინალი ლიდერი ციხეშია, შესანიშნავი შანსია პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მოშლილია, "კრიმინალი ლიდერი" მიხეილ სააკაშვილი კი ციხეში. კობახიძის აზრით, ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა 2024 წლამდე პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს.

"ნაციონალური მოძრაობა მოშლილია, მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისათვის", - თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ, რადგან ენმ პოლარიზაციის მთავარი წყაროა.

"ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, პათოლოგიური ადამიანების ადგილი, რა თქმა უნდა, ქართულ პოლიტიკაში არ არის", - თქვა მან. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგი მუქარა გუშინ პრემიერმაც გაავრცელა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ის ციხეში წესიერად არ მოიქცევა, მუხლებს დაუმატებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი