თავისუფლება მიშას - ამ წუთებში რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლები იკრიბებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები ერთი მოთხოვნით იკრიბებიან - გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.
აქციას უერთდებიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც, ისინი რუსთავში ავოტკოლონებით ჩავიდნენ.
პარალელურად, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
ციხის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის დანაყოფებიც შევიდნენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.