იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილისთვის პატივა, რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე მხარდაჭერას უცხადებს. ამ თემაზე მან რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ისაუბრა.

"იქ სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არის პატივი მიხეილ სააკაშვილისთვის იცოდეს, რომ ჰყავს მას 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც გულშემატკივრობს მას, ახლა განსაკუთრებით, შეიძლება ბევრი მათგანი ენმ-ს ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის", - თქვა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ადგილზე აწყობილია სცენა, აქციას კოლონები რეგიონებიდანაც უერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი