თავგანწირვას აქვს ძალიან დიდი ფასი - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

გამარჯვება იქნება ისეთი, რომლის შედეგებსაც მოიმკის ყველა. ჩვენ ვინმეს დასამარცხებლად არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

"თავგანწირვას აქვს ძალიან დიდი ფასი, ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და ის, რაც ძალიან მალე 100 ათასობით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ და მოვიპოვოთ გამარჯვება არა მომავალ წელს, არამედ წელს, ძალიან ბევრ ქალაქში დაამარცხა ოლიგარქი და უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს, ეს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და 30 ოქტომბერი იქნება, თუ როცა ჩაინიშნება, უნდა ვაქციოთ რეფერენდუმის მეორე ტურად, თარიღად როდესაც გარდატეხა უნდა მოხდეს" ამბობს მელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი