პანდემია და ეკონომიკური გამოწვევები - ზურაბიშვილი გაერო-ს ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნდა:

პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები - ამ თემებზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს ონლაინკოფენერნციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა ყველა და გამოავლინა ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ შორის, პრეზიდენტის თქმით, გააღრმავა ეკონომიკაში არსებული ხარვეზები. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ, საქართველო ტურიზმის განვითარებისთვის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს.

ჩვენ უსაფრთხო ტურიზმის განსავითარებლად ვსახავთ სტრატეგიას ასევე, საფუძველს ვუყრით ახალ ინდუსტრიებს მწვანე ეკონომიკასთან ერთად, რაც დაფუძნებულია ბიომრავალფეროვნებაზე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, საჭიროა მეტი რეგიონული სოლიდარობა.

გლობალური დახმარების იდეა, ახალი მარშალის გეგმა უნდა იქნას შესწავლილი და მხარდაჭერილი. განსაკუთრებული პერიოდი განსაკუთრებულ რეაგირებას იმსახურებს, - ამბობს ზურაბიშვილი.

ონლაინკონფერენცია Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი