
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, როცა ის "ოცნების" წევრი იყო ბოდიში მოიხადა.
დუმბაძემ მიხეილ სააკაშვილს პირველ რიგში მადლობა გადაუხადა, რომ 2004 წელს აჭარაში, "სეპარატისტული ხელისუფლება" დაამარცხა.
"დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, გულწრფელად გეუბნები მიშა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი, ვინმე ტარიელ ღარიბაშვილის შვილი თუ გახდებოდა საქართველოს პირველი პოლიტიკური პირი, ვერ წარმოვიდგენდი. ბოდიშს ვიხდი ამისათვის...შენი სათაყვანებელი ბათუმი, თვითმმართველობის ბრძოლაში არჩევნებს იგებს", - თქვა მურმან დუმბაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მადლობელია, რადგან ის არა ციხეში, არამედ ხალხთანაა.