რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი - დევი ჭანკოტაძე

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციას, "თავისუფლება მიშას" გენერალი დევი ჭანკოტაძე შეუერთდა. ის ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილ სააკაშვილს იმიტომ რომ შეასრულა თავისი სიტყვა, ჩამოვიდა საქართველოში დაუდგა თავის ხალხს და მინდა ვუთხრა, რომ მარტო მე არ ვარ აქ არის უამრავი მებრძოლი რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ აფხაზეთში, ჩემთან ერთად ბრძოლობდნენ ცხინვალის 2008 წლის ომში, ამიტომ სრული მხარდაჭერა. ჩვენი ერთადერთი თხოვნაა ამ მთავრობისადმი, რაც შეიძლება მალე იყოს მიხეილ საააკაშვილი გათავისუფლებული. მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ იცის რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად შეკრული და ეს ადამიანი ტყუილად ზის იმისთვის რომ საქართველოს პატრიოტია, - ამბობს დევი ჭანკოტაძე.

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია 1 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. იმ დღესვე, მიხეილ სააკაშვილი თბილისში, სანზონაში დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი