"თავისუფლება მიშას" | რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია დასრულდა

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 15:00 საათზე შეიკრიბნენ.

აქციის შეუერთდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რეგიონებიდანაც.

რუსთავის ციხესთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო.

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს მომდევნო დღეებშიც აანონსებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი