ეს სოლიდარობაა და არა ის, რომ ერთმენეთს ყველაფერში ვეთანხმებით - გიგი წერეთელი რუსთავის ციხესთან მივიდა

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი მივიდა. ამბობს, რომ "ეს სოლიდარობაა და არა ის, რომ ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმებიან". 

ეს არის მთავარი საკითხი დღეს, რომ არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც სურს რომ ნორმალური მომავალი, რომელსაც უნდა ევროპაში ინტეგრაცია, ჰყავდეს პოლიტპატიმარი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეორე ტურში გამარჯვება იქნება ძალიან დიდი სტიმული, რა თქმა უნდა, ამ საკითხის გადასაჭრელად, 
მათ შორის ცვლილებების დასაწყებად და რაც შეეხება გზებს, ვნახეთ უკრაინის პრსზიდენტის ღირსეული განცხადება, ძალიან მკაფიო განცხადება და ვნახოთ რა ნაბიჯებიი იქნება, - ამბობს გიგი წერეთელი.

ასევე ამბობს, რომ თეორიულიც და პრაქტიკულადაც შეიძლება ამის გადაწყვეტა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან დიდი იმედი არ აქვს, რომ რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

 მითუმეტეს მას შემდეგ რაც, ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა , განაცხადა რომ უნდა დაგვეჭირა სააკაშვილი, იმიტომ რომ ის პოლიტიკურად აქტიურობდა და ეს იყო პრაქტიკულად დადასტურება, იმისა რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ამიტომაც არის ეს სოლიდარობა და არა ის, რომ ყველაფერში ერთმენათს ვეთანხმებით, - ამბობს წერეთელი. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია 1 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. იმ დღესვე, მიხეილ სააკაშვილი თბილისში, სანზონაში დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი