შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული საბჭოს საგარეო საბჭოთა კომიტეტის თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერმინისტრის მუქარას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშილი "წესიერად არ მოიქცევა, მუხლებს დაუმატებენ".
კარლ ბილდტის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
"ეს არის გამაოგნებელი განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად არის გადაწყვეტილი. ეს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება",-დაწერა ბილდტმა Twitter-ზე.
პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განცხადება გუშინ, 3 ოქტომბერს იმედის ეთერში გააკეთა.