საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩები სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დიპლომატებმა უშიშროების სამსახურის მხრიდან სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციასა და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველში.
"შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში",-ნათქვამია განცახდებაში.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგიინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.